საჭიროა 9137 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს საპატრიარქო
- საქართველოს სახალხო დამცველი
ცვლილება კანონში გაშვილების შესახებ
საქართველოში , გასულ საუკუნეში , მრავალი სტრუქტურა ჩამოიშალა და დაკარგა თავისი სახე . სამშობიარო სახლები აქტიურად იყვენენ ჩაბმულნი არასრულწლოვნის უკანონოდ გაშვილების სქემაში . ასობით ათასი ბავშვი იქნა გაყვანილი საქართველოს ფარგლებს გარეთ . უამრავ დედას საკუთარი შვილი მკერდიდან ააგლიჯეს და ხელი მოითბეს ამ ადამიანების უბედურებაზე აგებული ბედნიერებით . უამრავ დედას შვილი მკვდრად გამოუცხადეს, ცხედარი არ გამოატანეს და საკუთარ შვილებს ცოცხლად ატირებენ . დღეს ეს ადამიანები ეძებენ ბიოლოგიურ ნათესავებს , თუმცა დღწვანდელი კანონი გაშვილების შესახებ ორივე მხარისთვის დიდ დაბრკოლებად რჩება . ბიოლოგიურ მშობელს არ შეუძლია სრულად მოიძიოს დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაცია . სამშობიარო სახლები უამრავ მიზეზს იგონებენ და არ ასაჯაროებენ საარქივო მასალებს . გაშვილებულ ბავშვებს არ აქვთ უფლება მოიძიონ ინფორმაცია ბიოლოგიური ნათესავების შესახებ . ამიტომ საჭიროა შეიცვალოს კანონი .
1.გაშვილებულ ბავშვებს მიენიჭოთ უფლება 18 წლის შესრულებისთანავე ,სურვილის შემთხვევაში გაიგონ საკუთარი წარმომავლობის შესახებ . სრულწლოვან ადამიანს თუ უფლება აქვს გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და მონაწილეობა კიიღოს არჩევნებში , ლოგიკურად მას უნდა შეეძლოს და ჰქონდეს უფლება , გადაწყვიტოს საკუთარი ბედიც.
2 . ტრეფიკინგით დაზარალებულთა საქმეებს , რომელიც გულისხმობს უკანონოდ არასრულწლოვნით ვაჭრობას პირადი სარგებლის მიღების მიზნით , მოეხსნას ხანდაზმულობა . დაიწყოს საქმეებზე გამოძიება და კანონის შესაბამისად პასუხი აგონ დამნაშავე პირებმა .
3. შეიქმნას დნმ ბაზა, სადაც ინფორმაცია შეინახება 500 წლით . აღნიშნული მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში . საქართველოს კი არ გააჩნია საკუთარი დნმ ბაზა . საქართველოს მოქალაქეები რეგისტრირდებიან სხვადასხვა ქვეყნების დნმ ბაზებში .
შევუწყოთ ხელი საქართველოს მოსახლეობას მოძებნონ ბიოლოგიური ოჯახები . თავიდან ავიცილოთ ინცესტის შესაძლო შემთხვევები .