საკონტაქტო ინფორმაცია
1 ივნისი გამოცხადდეს დასვენების დღედ (ნინოობა, ბავშვთა დაცვის დღე)

საჭიროა 4897 ხელმოწერა

103
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

1 ივნისი გამოცხადდეს დასვენების დღედ (ნინოობა, ბავშვთა დაცვის დღე)

პირველი ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმადიდებლობისთვის, ვინაიდან სწორედ ამ დღეს შემობრძანდა წმინდა ნინო საქართველოში. ყოველ წელს ხდება იმ გზის გავლა რაც წმინდა ნინომ გაიარა და ამ პროცესიაში ჩართულია უამრავი ადამიანი. წელს ეს მსვლელობა ფაქტიურად სახელმწიფოებრივ დონეზე ავიდა. აუცილებელია საზოგადოებას მიეცეს საშუალება დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

ამასთანავე, 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და სახელმწიფოს ორგანიზებით მთელ ქვეყანაში იმართება კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ამ პროცესებში მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების, ისე მათი მშობლების აქტიური და დაუბრკოლებელი მონაწილეობა.

1 ივნისი ზაფხულის პირველი დღეა და ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების ახალი, ლამაზი და მხიარული ეტაპის დასაწყისია.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ მხარი დაუჭიროთ 1 ივნისის დასვენების დღედ გამოცხადებას