საკონტაქტო ინფორმაცია
საჯარო სივცრეების ადაპტირება კაზრეთში

საჭიროა 455 ხელმოწერა

245
700
ადრესატი:
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

საჯარო სივცრეების ადაპტირება კაზრეთში

  პეტიციის მიზანია დაბა კაზრეთში არსებული პრობლემის, არაადაპტირებული საჯარო სივრცეების აღმოფხვრა, მათი ადაპტირება და თანასწორი გარემოს შექმნა.
   თემში გვყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებსაც ძალიან უჭირთ გადაადგილება იმიტომ, რომ არ არის გზები/ტროტუარები მოწესრიგებული და სათანადოდ ადაპტირებული. გარდა გზებისა, არაადაპტირებულია პარკები, სკვერები, მაღაზიები და ა.შ. ეს ყველაფერი ბევრ დაბრკოლებას უქმნის მათ. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებენ საზოგადოებაში დამოუკიდებლად გამოსვლას და საჯარო სივრცეებით სარგებლობას.
  გარემო გავლენას ახდენს მოქალაქის თანამონაწილეობასა და ჩართულობაზე ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებში. არაადაპტირებული გარემო ქმნის ბარიერებს და ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ჩართულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის მათი, როგორც ადამიანების უფლებებისა და ღირსების აშკარა შელახვა.
  ჩვენ, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლეებს და ამავე სკოლის ეკოკლუბ ,,ბუ(ნება) შენიას!" გვსურს, რომ შეიცვალოს ჩვენს თემში არსებული სიტუაცია ამ მხრივ, შევქმნათ ბარიერებისგან თავისუფალი სივრცე, რაც თავის მხრივ ქმნის ხელშემწყობ, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს.
  სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბიუჯეტში გაითვალისწინოს აღნიშნული ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად განკუთვნილი ხარჯები. დაბა კაზრეთში არსებული საჯარო სივრცეები: სკვერები, ტროტუარები, სადარბაზოები, კიბეები, მაღაზიები, ქუჩები გახდეს ადაპტირებული. გაკეთდეს შესაბამისი/სათანადო პანდუსები, რათა შშმ პირებმა შეძლონ მათი გამოყენება და საზოგადოებასთან დამოუკიდებლად ურთიერთობა. ჩვენ გვჯერა, რომ ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა არა მხოლოდ სწორი, არამედ აუცილებელი ნაბიჯია უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისკენ. მთავარი, ხალხის თანადგომა და მხარდაჭერაა.