საკონტაქტო ინფორმაცია
ბინა ყველა უსახლკარო ოჯახს ქირის თანხის სანაცვლოდ

საჭიროა 8139 ხელმოწერა

1861
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • საქართველოს საპატრიარქო

ბინა ყველა უსახლკარო ოჯახს ქირის თანხის სანაცვლოდ

უსახლკარო ქვია ოჯახს რომელიც არსად არ ფლობს საცხოვრებელს და ამის გამო წლები უწევთ ქირით ცხოვრება. ჩემი და ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად ქირით  ცხოვრება  ათეულ წლებთანაა დაკავშირებული უშედეგოდ. 

ხელმოწერების შეგროვების მიზანია საქართველოში არსებობდეს საბინაო პროგრამა, რომელიც აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს მისცემს საშვალებას ქირის თანხის სანაცვლოდ იცხოვრონ საკუთარ ბინებში. 

მსოფლიო დონეზე მსგავსი პროექტი უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობს, ამიტომ მე და ჩემს გუნდს გვსურს საქართველოშიც არსებობდეს დაბინახების ხელშეწყობის პროგრამა რომელიც ჩვენი სახელფასო შემოსავლებისა და საშვალო ფენა მოსახლეობის შესაბამისია. 

მოგეხსენებათ საქართველოში ქირით მაცხოვრებელი ოჯახების უმეტესობა არის შრომის უნარიანი, ხელფასზე მომუშავე ოჯახები და ხელფასის არსებობა ეს უკვე სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მუდმივი ქირით ცხოვრება და სოციალური კუთხით შექმნილი პრობლემები გვინდა თუ არგვინდა მომავალ თაობაზეც ახდენს გავლენას. 

გვქონდეს საცხოვრისი ეს ჩვენი კონტიტუციური უფლებაა და არა ფუფუნება


ელენე  გრიგალაშვილი 34 წლის. უსახლკარო. ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას  ,, აუშენე რომ აგიშენონ,, რომლის მთავარი მიზანია უსახლკარო ქირით მაცხოვრებელი ოჯახების დაბინავება. ქირით ცხოვრება რთული სოციალური პრობლემაა რომელიც დიდ წნეხადაა ქცეული უსახლკარო ოჯახებისათვის. უამრავი ოჯახი გამოუვალი ყოფითი მდგომარეობის გამო ვერ ახელრხებს ბინის შეძენას. უმთავრესი მიზეზი კი ისაა რამ არ არსებობს სახელმწიფოში არანაირი საბინაო პოლიტიკა რომელიც აღნიშნულ ოჯახებს მათივე ჩართულობით ხელს შეუწყობს დაბინავებაში

ვრცლად