საკონტაქტო ინფორმაცია
მიენიჭოთ ქართველ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობა გამოცდების გარეშე

საჭიროა 4628 ხელმოწერა

372
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

მიენიჭოთ ქართველ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობა გამოცდების გარეშე

"Საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ქართველ ემიგრანტებს სხვა კატეგორიის მომთხოვნელებთან ერთად უწევთ გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაში, სამართალში და ისტორიაში. Ბევრი ქართველი ღებულობს უარს და ამით მთავრობა კიდევ უფრო აშორებს მათ თავიანთ სამშობლოსთან. Ჩვენი ხელისუფლება არ ითვალისწინებს იმას, რომ ზოგიერთი ემიგრანტი უკვე 30 წელზე მეტია ცხოვრობს საზღვარგარეთ და უმეტესად უკიდურეს პირობებში. Მათ უწევთ არაერთი ენის შესწავლა, რომ იქნენ ინტეგრირებული იმ სამყაროში სადაც ცხოვრობენ. Არ არის გასაკვირი რომ ზოგიერთს არ ყოფნის განათლება. Თქვენ კი მათ იძულებულს ხდით რამდენჯერმე ჩამოვიდნენ საქართველოში ეს კი დიდ ხარჯებს ითვალისწინებს, მითუმეტეს რომ მოქალაქეობის შენარჩუნება თუ აღდგენა სჭირდება არაერთ ოჯახის წევრს. Და თუკი გამოცდა ან გასაუბრება არ გაიარეს სათანადოდ მათ ეუბნებიან უარს, და ამით კიდევ უფრო დიდ უფრსკულს ქმნით ემიგრანტებს და სამშობლოს შორის. Ჩვენი მთავარობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ რაც უნდა ბევრი ემიგრანტი დააბრუნოს სამშობლოში, ან გააღრმავოს მათი კავშირი საქართველოსთან, ამას მარტივი წესით მოქალაქეობის მიცემით ადვილად მივაღწევთ! Მოეშვით ხალხის წვალებას, ქართველი არ უნდა ამტკიცებდეს მის ქართველობას! Ყველა ემიგრანტს და მათ შვილებს დაბრკოლების გარეშე უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა!"

ბოლო პერიოდში მოქალაქეობა უამრავ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა, რომლის 70-80%მა არც ისტორია და არც ქართული ენა იცის! ხოლო ქართველები, რომლებიც ომის, არეულობის ან გაჭირვების გამო იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყნისთვის შეეფარებინათ თავი, 60-70 წლის ასაკში უარით გამოისტუმრა საკუთარმა სამშობლომ! ბევრ ადამიანს უჩნდება კითხა, რატომ მაინდამაინც ახლა?! სწორედ ახლა გვეძლევა კანონმდებლობით რამოდენიმე მოქალაქეობის ქონის უფლება, სწორედ ახლა განვითარდა ქვეყნები ამ დონეზე.

გთხოვთ ნუ წაგვართმევთ ჩვენს წილ ფესვებს!