დასრულებული
ადრესატი:
- ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
მოვითხოვთ ხელოვნურ საცოც კედელს ქუთაისში
ქუთაისელი მეკლდეურები და მთამსვლელები , კონკრეტულ შემთხვევაში კი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ''თეთნულდი'' უკვე რამდენიმე წელია ითხოვს ხელოვნურ საცოც კედელს ქალაქში. კლუბის წევრებს ქალაქის მერიის სპორტის სამსახურთან ორი წლის წინ ჰქონდათ საუბარი . მაშინ სპორტის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მსგავსი კედლის ასაგებად ქალაქის ბიუჯეტში საკმარისი ფინანსებია, თუმცა კედელს მაინც ვერ ააგებდნენ , რადგანაც სათანადო სიმაღლის შენობა ქალაქში არ არსებობდა. აღსანიშნავი ამბავია ის, რომ არაა სავალდებულო ხელოვნური საცოცი კედელი იყოს მაღალი. არსებობს ე.წ. ბულდერინგის კედლები რომლებიც განიერი და დაბალია და რომელთა შესაფერისი შენობა ქუთაისში მრავლად მოიძებნება.
ბუნებრივი კედელი ანუ კლდე რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ჭომაში მდებარეობს და რომელზეც ბიჭები დროგამოშვებით ვარჯიშობენ კლიმატური პირობების გამო იშლება , ამასთანავე მასზე ვარჯიში მარტო მზიან და თბილ ამინდებში ხერხდება ანუ გაზაფხულსა და ზაფხულზე. ზემოთხსენებულ ბუნებრივ კედელზე ხშირად ტარდება ჩემპიონატებიც, თუ ამინდი უწყობს ხელს სპორტულ შეჯირბებას.
რაც შეეხება ხელოვნურ კედელს_ერთ-ერთ სკოლაში წლების მანძილზე იყო იჯარით აღებული ხელოვნური კედელი,რომელიც საბჭოთა პერიოდისაა და საკმაოდ დაზიანებული მაგრამ მეკლდეურებმა იჯარა ვერ გადაიხადეს და აეკრძალათ იქ შესვლა.
ხელოვნური კედელი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში.
ქუთაისელი მტამსვლელები და მეკლდეურები ოდითგანვე წარმატებულები იყვნენ. იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები უყურადღებოდ არ დატოვებენ სპორტის ამ სახეობას.