საჭიროა 1873 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქალაქ გორის მერია
ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემო გორში
ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემო გორში
პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის აუცილებელი საჭიროებაა, რადგან საშუალებას აძლევს გადაადგილდეს გარემოში დამოუკიდებლად, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად. პანდუსის არარსებობა საშულებას არ აძლევს ისარგებლოს განათლების, ჯანდაცვის და სხვა სერვისებით.
საქართველო 2009 წლის 20 მაისს შეუერთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას რომლის მე-9 მუხლი ავალდებულებს განახორციელოს ან ხელი შეუწყოს დამოუკიდებლად არსებობისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყონ, სხვების თანასწორად, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტექნოლოგიური სისტემების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობებისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. ასევე საქართველოს მთავრობის N41 დადგენილებით : შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. ყველა საჯარო და კერძო იურიდული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ხელმომწერი მოქალაქეები მოვითხოვთ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს და უზრუნველყოს:
- ქალაქ გორში ცენტრალური ქუჩების ადაპტირება;
- არსებული პანდუსების რეაბილიტაცია მისი სტანდარტებთან დაახლოების მიზნით;
- შეღწევადი გახდეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საზოგადოებრივი ობიექტები;