საკონტაქტო ინფორმაცია
ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ!

საჭიროა 329 ხელმოწერა

671
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ!

დღეს სასამართლო სისტემის გაძლიერებისათვის საჭიროა,  საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოსამართლეების შერჩევა. სწორედ ასეთ  კანდიდატად მივიჩნევთ ანა დოლიძეს.

ანა ყოველთვის იდგა მოქალაქეების გვერდით და რეალური საფრთხეების მიუხედავად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ. მას არასოდეს დაუხევია უკან. არის ადამიანის უფლებების დამცველი, პრინციპული და სამართლიანი.

სიმბოლურია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლის ადგილმონაცვლედ წარადგინა, რომელიც ქართული საზოგადოებისათვის პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ იქცა.

მოვუწოდებთ  დეპუტატებს,  ხმა მისცენ  ანა დოლიძეს, რომელმაც ჩვენი მხარდაჭერა სამართლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პრინციპულობით დაიმსახურა.