საკონტაქტო ინფორმაცია
საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების საყოველთაო დაზღვევა

საჭიროა 99999 ხელმოწერა

1
100000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების საყოველთაო დაზღვევა

მოცემულობა:

 

  საქართველოში ბინებისა და სახლების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

 

 საფრთხე რომელიც ზემოხსენებულ საცხოვრებელ ქონებას ემუქრება შემდეგია: მიწისძვრა; ხანძარი; წყალდიდობა; მეწყერი; ავარიული ნგრევა და სხვა კატასტროფები.

 

 საცხოვრებელის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდებიან და მუნიციპალიტეტის დახმარების ამარა რჩებიან, რაც დამატებით ტვირთად აწვება გამგეობებს და მერიებს.

 

 

პროექტი.

 

 ზემოხსენებული ფორსმაჟორული ვითარებებიდან შედარებით დინამიური და ნაკლებად სტრესულ გამოსავლად მიგვაჩნია საცხოვრებელი ქონების საყოველთაო დაზღვევა შემდეგი ფორმულით, ფორმირებული სადაზღვევო პრემია 1/3 თანაბარ წილად იქნეს დაფარული ქონების მფლობელის, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნებებიდან.

 

 რადგან საქართველო სოციალური სახელმწიფოა ასეთი მიდგომა სავსებით სამართლიანი და ჰუმანურია.

 ის პირი ვინც არ ისარგებლებს სახელმწიფოს ზემოხსენებული მხარდაჭერით კატასტროფის დადგომის შემთხვევაში ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ უფლებას კარგავს მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

 საცხოვრებელი ფართის მფლობელი დაზღვეული პირი დადგება რა სადაზღვევო შემთხვევა დროის მცირე მონაკვეთში იღებს ფინანსურ კომპენსაციას (რომელიც მიზნობრივია) და შესაბამისად საბინაო პრობლემა მეტნაკლებად ხავერდოვნად წყდება.