საჭიროა 29917 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება
ადამიანთა თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია უზენაეს ფასეულობად. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. გარდა ამისა, კონსტიტუცია საქართველოს უზენაესი კანონია. საზოგადოება სამართლიანი ვერ იქნება საკანონდებლო თანასწორობის გარეშე, ვერ იარსებებს პროგრესი და ბედნიერება, თუ არ იქნა თავისუფლება.
გამომდინარე აქედან, მოძრაობა, "არა ჰომოფობიას და ტრანსფობიას", მოვითხოვთ, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ცივილიზებული სამყაროს მიდგომებთან, დაკანონდეს ერთსქესიანი ქორწინება, რითაც ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ხაზგასმით ეტყვის უარს ლგბტ პირთა მიმართ საკანონმდებლო დისკრიმინაციის არსებობას, დაკანონებულ უკანონობას. ქორწინება ადამიანის უფლებაა და არა ჰეტეროსექსუალთა პრივილეგია.