საკონტაქტო ინფორმაცია
დააბრუნეთ საგამოცდო პროგრამაში აქტუალური ქართული ლიტერატურა

საჭიროა 2321 ხელმოწერა

2679
5000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დააბრუნეთ საგამოცდო პროგრამაში აქტუალური ქართული ლიტერატურა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებულია დღეისათვის მეტად აქტუალური საკითხები, მათ შორის, ქართული ლიტერატურული შედევრები: 

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი.
  • ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“. 
  • ალექსანდრე ყაზბეგის და პაოლო იაშვილის შემოქმედება.  
  • პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"
  • ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის წერილი „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი.“
  • სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები; ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“.
  • შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც. 

ხოლო ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ. 

დღეისათვის, განათლების სისტემის ხარვეზების გამო აბიტურიენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი საგამოცდოდ ემზადება არა სკოლებში, არამედ კერძო რეპეტიტორებთან. ამ მოცემულობის გათვალისწინებით არსებობს რისკი, რომ ათიათასობით მოსწავლე აღარ ისწავლის იმ საკითხებს, რაც არ არის შესული საგამოცდო პროგრამაში. 

მოსწავლეთა მშობლები მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს 2025 წლის საგამოცდო პროგრამის რევიზია და ის ნაწარმოებები, რომლებიც მოსწავლეებს უყალიბებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეროვნულ-პატრიოტულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, დაბრუნდეს 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში. 


საგანმანათლებლო სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ მშობელს აერთიანებს

ვრცლად