საკონტაქტო ინფორმაცია
პეტიცია ლილოს დასახლებაში საგზაო მოძრაობის ნიშნების, მწოლარე პოლიციელისა და შუქნიშნების მონტაჟის შესახებ

დასრულებული

1519
1500
ადრესატი:
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო

პეტიცია ლილოს დასახლებაში საგზაო მოძრაობის ნიშნების, მწოლარე პოლიციელისა და შუქნიშნების მონტაჟის შესახებ

ყველა სახელმწიფოს ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანი, მოქალაქე, რომლის უფლებებიც არ უნდა ირღვეოდეს და ასევე მისი სიცოცხლე არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ, ელემენტარული ინფრასტრუქტურული პირობების არარსებობის გამო. 
ლილოს დასახლება, თბილისის ერთერთი უბანია და სამგორის რაიონის შემადგენელი ნაწილი, თუმცა სამწუხაროდ წლიურ ბიუჯეტში თითქმის არ არის გათვალისწინებული დასახლებაში არსებული პრობლემატიკის მოგვარება.
დასახლებაში მოუწესრიგებელია ინფრასტუქტურა, შენობების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია, საშიშროებას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება გამომდინარე იქედან, რომ დასახლებაში არის მოუწესრიგებელი გზები, თითქმის არ არსებული საგზაო ნიშნები და მათ შორის მოქალაქეთა მხრიდან გაუფრთხილებლობა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის არარსებობა. 
ამიტომ მოვითხოვთ, დამონტაჟდეს შუქნიშნები 3 ადგილას: 
1. ჭირნახულისა და ევგენი აფხაზავას ქუჩების კვეთაზე (დასახლების ჩემოსასვლელში, სკვერთან);
2. ჭირნახულისა და მეფრინველეთა ქუჩების კვეთაზე;
3. ზურაბ ნამორაძისა და თენგიზ სტურუა ქუჩების კვეთაზე (გზაჯვარედინი);
4. მოწესრიგდეს და ჩანაცვლდეს ძველი შემაფერხებლები (ე.წ. ბუგაროკები);
5. შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილებით, სწორად შერჩეულ და განსაზღვრულ ადგილებში, სადაც მოწესრიგებულია გზის საფარი, დაიხაზოს ქვეითთა გადასასვლელები;
6. შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილებით, სწორად შერჩეულ და განსაზღვრულ ადგილებში, სადაც მოწესრიგებულია გზის საფარი, დაიხაზოს საპარკინგე ზოლი და დადგეს საკონტროლო კამერები;