დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დაკანონდეს 2 უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა 120 კრედიტის აღების უფლებით
საქართველოს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს,
ჩვენ,ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები,გთხოვთ განიხილოთ ორ უნივერსიტეტში სწავლის და კრედიტების წლიურ მაქსიმალურ რაოდენობაზე ცვლილების შეტანის საკითხი,რადგან კანონით არ იკრძალება ორ უნივერსიტეტში სწავლა,თუმცა იზღუდება კრედიტების წლიური რაოდენობა,რაც შეუძლებელს ხდის ორ უმაღლესში ერთდროულად სწავლას,მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა კონკრეტული პიროვნება ახერხებდეს ამ ყველაფერს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,ან გაცდენების გარეშე.
ჩვენი მიზანია პიროვნებას მიეცეს სასურველი განათლების მიღების საშუალება,მიუხედავად იმისა რომ ვაცნობიერებთ, ეს შეიძლება მოხდეს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,რაც არ არის სასურველი,მაგრამ როდესაც სტუდენტს ხელს უწყობენ იმის გამო რომ მუშაობს, აძლევენ გრაფიკს და ხელს უწყობენ გრაფიკის ხარჯზე გააცდინოს საგანი ,თუმცა აინაზღაუროს გაცდენილი საათები დამატებითი გამოცდებით ,მიუღებელია რომ სტუდენტს, რომელსაც უნდა მიიღოს განათლება აეკრძალოს სწავლა ან შეეზღუდოს კრედიტების რაოდენობა იმ მიზეზით რომ შესაძლოა მოუწიოს დროდადრო გაცდენა.ამავდროულად უნივერსიტეტი არ აძლევს სტუდენტს მხოლოდ თხუთმეტი კრედიტის გავლის საშუალებას რომ,თუნდაც სამოცდათხუთმეტი კრედიტი აიღოს წელში.