დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბიოლოგიის მაგისტრებს მოგვეცეს რეზიდენტურაში ჩაბარების უფლება ( მოდულით: ლაბორატორიული მედიცინა )
დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში დასაქმების მსურველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში დასაქმებული პირი მუშაობს მიზერულ ანაზღაურებაზე. ვინაიდან ის არარის პასუხისმგებელი პირი ( არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს თავის გაკეთებულ ანალიზს ) იმისათვის რომ მოიპოვო სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში, უნდა ჩააბარო შესაბამისი გამოცდა. კარგი ბიოლოგისთვის ამ გამოცდის ჩაბარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ კანონის მიხედვით არ გვაქვს გამოცდაზე გასვლის უფლება.ბიოლოგებს არ გვეძლევა საშუალება მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ჩავაბაროთ სარეზიდენტო პროგრამაში " ლაბორატორიული მედიცინა ". შევიძინოთ სპეციფიური ცოდნა არნიშნულ დარგში.ამის შემდგომ კი გავიდეთ სალიცენზიო გამოცდაზე. უმორჩილესად ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს, მოგვეცით რეზიდენტურაში ჩაბარებისა და ლიცენზიის აღების უფლება. ბიოლოგია თავისთავად მოიცავს ლაბორატორიულ საქმიანობას. ნუ დაუკარგავთ ფაკულტეტს აზრს. ბევრმა ჩვენგანმა ამ სურვილით ჩააბარა ბიოლოგიის ფაკულლტეტზე.სურვილით, გამხდარიყო წარმატებული ლაბორანტი !