საჭიროა 9951 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქართველი ხალხი
დეკლარაცია ქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირებისთვის
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
ქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირებისთვის.
ქართული სახელმწიფოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხალხის (ქართული დიასპორა) წინაშე არსებული მრავალფეროვანი გამოწვევების გათვალისწინებით, თითოეული ჩვენგანი სრულად ვიზიარებთ დემოკრატიული მმართველობის მოდელის - თვითმმართველობის სისტემის ფორმირების საჭიროებას და ჩვენი ხელმოწერით ვითხოვთ და ვადასტურებთ შემდეგს:
1. შეიქმნას ქართველი ხალხის ეფექტური უფლებადაცვითი მექანიზმები მიმღებ ქვეყნებში;
2. ამოქმედებულ იქნას ქართველი ხალხის უცხოეთში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმები;
3. ამოქმედებულ იქნას სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის რეალური და ეფექტური სახელმწიფო პროგრამები;
ყოველივე ზემოაღნიშნულის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით
შეიქმნას ქართული დიასპორის თვითმმართველობა !