საჭიროა 994 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პრეზიდენტი
თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუკს
მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის მოხალისე განათლების დარგში, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს უკვე 15 წელია. ამ ხნის განმავლობაში ის ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობებს საგანმანათლებლო კუთხით. ის ასევე იყო ინიციატორი მრავალი სოციალური და კულტურული პროგრამის,რომელიც ემსახურებოდა თურქეთ_საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას. თურქეთის მთავრობამ ის ამოირჩია როგორც ბოლო მსხვეპლი იმ უსამართლო დევნისა, რომელიც დაიწყო გასულ წელს. თურქეთის მთავრობა ახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა მოხდეს მისი დაკავება და თურქეთში ექსტრადირება. ამ ზეწოლის გამო, საქართველოს მთავრობამ ის ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. თურქეთში უკვე 50 ათასზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე პირი იქნა დაპატიმრებული. მუსტაფა ემრე, ადამიანი რომელიც არ ავნებს მწერსაც კი, არის უდანაშაულო და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყონებლივ.