
დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სრული დისტანციური განათლება ყველა საგანში
დღეს ბევრი მოსწავლე დანაკლისში რჩება, რადგან ყველა საგნისთვის ონლაინ გაკვეთილები არ ტარდება. ეს არღვევს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებს უთანასწორო პირობებში აყენებს. ონლაინ სწავლება აუცილებელია არა მხოლოდ იმებისთვის, ვინც ვერ ესწრება გაკვეთილზე, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს მასალის გამეორება და ცოდნის გაღრმავება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა საგანში უფასოდ დაინერგოს ონლაინ გაკვეთილები და მათი ჩანაწერების სისტემა. ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს თანაბარ შანსებს, თანამედროვე და მოქნილ სწავლას და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებას. განათლება არის ყველას უფლება — ამიტომ ყველა საგანში ონლაინ გაკვეთილი უნდა გახდეს რეალობა.