დასრულებული
200
200
ადრესატი:
- ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
გაკეთდეს ხელოვნურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში!
მოგეხსენებათ სურამი საკურორტო ადგილია, აქ საფხულის პერიოდში ხალხის დიდი მასა იყრის თავს , გარდა ამისა სურამი დაბის ტიპის დასახლებაა და არც თუ ისე პატარა ტერიტორია უკავია და არც თუ ისე ცოტა ხალხი ცხოვრობს,მაგრამ, მიუხედავად ამისა ძალიან ცოტა სპორტული კომპლექტია, რაც ასე საჭიროა ახალგაზრობისათვის, სულ რამდენიმეა, ისიც ცუდ მდგომარეობაში.
მოვითხოვთ გაკეთდეს ხელონურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში ("ახლი გზის" მიმდებარედ)!
აღნიშნული ტერიტორიის ახლოს არ არსებობს არცერთი ასეთი სპორტული მოედანი და ბავშვებს ფეხბურთის, კალათბურთის სათამაშოდ წასვლა, სურამის მეორე ბოლოში უწევთ. რამდენჯერმე დაიწერა განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ამ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამჯერად ასეთ გზას მივმართეთ.