საკონტაქტო ინფორმაცია
სასმელი წყლის ცენტრალური სისტემა სოფელ ქვიშხეთს

საჭიროა 998 ხელმოწერა

2
1000
ადრესატი:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • ფინანსთა სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სასმელი წყლის ცენტრალური სისტემა სოფელ ქვიშხეთს

შიდა ქართლის ულამაზეს სოფელს, ქვიშხეთს, დღემდე არ აქვს სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემა. მიუხედავად  ქვიშხეთის პოლულარობისა და მის მიდამოებში ბუნებრივი წყაროების სიუხვისა, სოფლის მოსახლეობას, სასმელი წყალი ეზოებში კუსტარულად დამონტაჟებული მილებით მიჰყავს, ასობით, ასევე კუსტარულად მოწყობილი წყალშემკრებიდან, რომელიც სოფლის მაღლა, ტყეებში მდებარეობს. 

გარდა იმისა რომ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება სასმელი წყლის სანიტარულ ნორმებს, არ შეიძლება, ადამიანებით დასახლებული სოფელი, სასმელი წყლით კუსტარული წესით მარაგდებოდეს;

არ შეიძლება, ყოველ ზაფხულს, ასობით ოჯახში წყალი წყდებოდეს და მისი ყიდვა გვიწევდეს;

არ შეიძლება, მიუხედავად ათობით წერილისა და მიმართვისა, ხაშურის მუნიციპალიტეტი ასეთი გულგრილი იყოს სოფელი ქვიშხეთის სასმელი წყლით მომარაგების საკითხისადმი;

არ შეიძლება სოფლების სასმელი წყლის ასეთი მომარაგებით, პრეტენზია გვქონდეს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანაში ცივილიზებულ ურთიერთობებზე!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ხაშურის მუნიციპალიტეტს, უზრუნველყონ სოფელი ქვიშხეთის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება, სანიტარულად გამართული, თანამედროვე ცენტრალიზებული სისტემით!