დასრულებული
1003
1000
ადრესატი:
- იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სახლი დუშეთს
ვინაიდან იუსტიციის სახლი ნიშნავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მეტი და მაღალი კატეგორიის მომსახურეობის მიღებას, დუშეთი, როგორც მაღალმთიანი დასახლებების რეგიონი (ქალაქი დუშეთი მისი ცენტრი), იმსახურებს ხელშეწყობას სახელმწიფოს ნებისმიერი შტოს მხრიდან.
საზოგადოებრივი ცენტრების ინსტიტუტი შესანიშნავი შეთავაზებაა იმ დასახლებებისათვის სადაც არ არის ხელმისაწვდომობა საბანკო, საჯარო, საბიბლიოთეკო თუ სხვა სერვისებზე. ამის საჭიროება ჩვენ არ გვაქვს. ამდენად საზოგადოებრივი ცენტრი ჩვენთვის არის ნაბიჯი უკან. ჩვენ გვჭირდება სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გამრავალფეროვნება, გაუმჯობესება და არა პირიქით მათი შეზღუდვა. ჩვენი მოთხოვნის საგანია ქალაქ დუშეთში გაიხსნას იუსტიციის სახლი.