საჭიროა 1441 ხელმოწერა
ადრესატი:
- ფინანსთა სამინისტრო
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
ვითხოვთ ბაზალეთის ტბის გარშემო ბილიკის და ველობილიკის მოწყობას
ბაზალეთის ტბას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, ახლოს არის თბილისთან, გუდაური-კობის მაგისტრალი ძირითადად სანტრანზიტო ფუნქციას ასრულებს და საკმაოდ ბევრი ტურისტი გადაადგილდება წელიწადის ყველა სეზონზე. ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები არ არის ათვისებული, რადგანაც მესაკუთრეები ჯერჯერობით ვერ ხედავენ პერსპექტივას. ტბის "გამოცოცხლება" შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მის გარშემო მოეწყობა ბილიკი და ველობილიკი. ადგილობრივ მოსახლეობასაც მიეცემა იმის სტიმული, რომ მიწის ნაკვეთები მაქსიმალურად გამოიყენოს. ველობილიკი ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას და დამკვიდრებას.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას , სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე ფინანსთა სამინისტროს, რომ განიხილოს აღნიშნული პეტიცია.