საკონტაქტო ინფორმაცია
შეჩერდეს ე.წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კაბალური სქემის მოქმედება

საჭიროა 1769 ხელმოწერა

1231
3000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეჩერდეს ე.წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კაბალური სქემის მოქმედება

აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმოწერას ვთხოვთ პედაგოგებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს, ყველას, ვინც ოდნავ მაინც ზრუნავს  მომავალ თაობაზე 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა იმთავითვე მკვეთრად კრიტიკულად და მიუღებლად შეაფასა ე.წ. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდეგ: სქემა) ჩვენ ვსაუბრობდით განათლების სისტემის დანგრევისა და შესაბამისად, ახალგაზრდა თაობის სრულყოფილი განათლების მიღმა დარჩენის საშიშროებაზე. ე.წ. სქემის მოქმედების პირობებში უკვე რეალური გახდა, რომ  მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა აღარ არსებობს; პედაგოგთა საზოგადოებაში ადრინდელზე მეტია დაბალ მოტივაცია და ამით გამოწვეული დაბალი კომპეტენციები, პროფესია გახდა არაპრესტიჟული, მასწავლებელი  სოციალურად ახლა უფრო დაუცველია, ხოლო მოსწავლეს წაერთვა უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.
სქემის მოთხოვნები თავისი ვადებით, მასშტაბურობითა და სიძნელით წინააღმდეგობაში მოდის სქემითვე გათვალისწინებულ მიზნათან, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.

პედაგოგს არ ყოფნის ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო - გაართვას თავი სქემის მოთხოვნებს, საამისო ტექნიკური, ადამიანური და უფრო მეტად კი დროის  რესურსები არ ყოფნის სკოლებსაც სწორედ ამ ე.წ. სქემის ბრალია, რომ დაეცა სწავლება-სწავლის ხარისხის და სკოლა ვეღარ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის კონკურენტუნარიანი საბაზო ცოდნის პაკეტის მიწოდებას. ყველაზე მეტად ზარალდება მოსწავლე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მივმართავთ მთავრობას და ვითხოვთ სასწრაფოდ შეაჩეროს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ.

ამავდროულად, ვითხოვთ, შეუნარჩუნდეთ სახელფასო ანაზღაურების დანამატი იმ პედაგოგებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მოქმედი სქემით განსაზღვრული კონკრეტული სტატუსი;

ვითხოვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩვენთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავოს მასწავლებელთა გადამზადებისა და მოტივაციის ალტერნატიული მოდელი და უკვე ე.წ. ზედა საფეხურის პედაგოგთა ამ მოდელთან თავსებადობის სისტემა;

 

დავით ფერაძე

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი