საჭიროა 49 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
დაუშვებელია ჯალათი-მოსამართლე თამარ ალანიას კანდიდატად წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან
საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს
პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის
თავჯდომარეს ქალბატონ სოფო კილაძეს
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარმომადგენლის
შერჩევის კომისიის დანარჩენ წევრებს
ყველა დაინტერესებულ პირს
ყოფილი პოლიტპატიმრის ამირან ქადაგიშვილის
ღია წერილი
ღია წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შერჩეული 5 კანდიდატს შორის აღმოჩნდა „მოსამართლე“ თამარ ალანია, რომელიც ჩემი ოჯახის უსამართლო პროცესში გვევლინებოდა პროკურორად და უამრავი პროცესუალური დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის მოწმეებზე კანონსაწინააღმდეგო ზეწოლა, მათი დაშინება, დაპატიმრება მისთვის არასასურველი ჩვენებების მიცემის გამო, მტკიცებულებების დამალვა და განადგურება. მართალია ქ-ნ თეას შეკითხვაზე გვანცა ყუფარაძის პროცესზე დაშვებული გადაცდომების შესახებ მან შეეცადა თავი ემართლებინა იმ დროინდელი გარემოთი და საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას პრეტენზიას აცხადებდეს სტრასბურგის სასამართლოში საქართველო წარმოადგინოს. თამარ ალანია აღიარებულია როგორც სააკაშვილის დროინდელი ჯალათი-მოსამართლე. სტრასბურგის სასამართლოს სრული დასახელება კი არის ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი ოჯახის (ამირან ქადაგიშვილი, ნანა ქადაგიშვილი, არჩილ ქადაგიშვილი და გიორგი ქადაგიშვილი) საჩივარი განიხილება სტრასბურგის სასამართლოში და გასულია განაჩენის გამოტანის ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ თამარ ალანია აღმოჩნდება იმ 3 კანდიდატს შორის, რომლებსაც საქართველო წარადგენს სტრასბურგში დასამტკიცებლად, სახეზე იქნება მძაფრი ინტერესთა კონფლიქტი და საქართველო კვლავ განიცდის ფიასკოს, რადგან დაუშვებელია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობისას მოსამართლეს განსახილველად დაეწეროს გასაჩივრებული საქმეები, რომლებშიც თითონ მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე ან პროკურორი.
თავს ვალდებულად ვთვლი, ამ წერილის გარდა, პირადად მივმართო სტრასბურგის საამართლოს ამ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
პატივისცემით,
საქართველოს ყოფილი პოლიტპატიმრების, პოლიტდევნილების
და ყველა უსამართლოდ დაზარალებული და ქონება დაკარგული
მოქალაქეთა სახელით
ამირან ქადაგიშვილი
30.05.2017