საკონტაქტო ინფორმაცია
ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება

დასრულებული

5063
5000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა

ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება

 

მოგესალემებით, Europa donna georgia-ს სახელით!

რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის,  საზოგადოების თითოეული წევრის გვერდით დგომისა და ძალისხმევის გარეშე ვერაფერს შევძლებთ! ამიტომაც მოგმართავთ ყველას!

დღესდღეობით,  Covid-19 ისა და პანდემიის პირობებში ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გასაძლის მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ურთულესია ონკოპაციენტების მდგომარეობა დღეს, სხვა გზა აღარ დაგვრჩა!<!--EndFragment-->

ონლაინ პეტიციით მოგმართავთ, ყურადღების იმედით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტებს,რომელთაც პანდემიის პერიოდში უწევთ გადუდებელი მკურნალობა , დუფინანსდეთ "სიცოცხლე"!

მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 70 %, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის 90 % ფინანსდება, თუმცა "ნარჩენი" თანხაც საშუალოდ 500 ლარს შეადგენს და როცა ყველაფერი გაჩერებულია, პაციენტებისთვის ამ თანხის შეგროვება.<!--EndFragment-->

  • <!--StartFragment-->ზოგი პაციენტის მკურნალობის ხარჯები საერთოდ არ ფინანსდება, ზოგის ფინანსდება, თუმცა ახლა ძალიან გართულებულია ეს პროცესი, მათ კი მკურნალობა ჰაერივით სჭირდებათ‼
  • ვინც თავისი შრომით, ყოველ დღე შოულობდა მის სამკურნალო ფულს, ახლა ვეღარ იტარებენ მკურნალობას, ზოგს შიმშილი უწევს, ზოგს კი სახლის დაცლა, რადგან ქირის ფულსაც კი ვერ იხდიან ონკოპაციენტები‼

ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მოგმართავთ თხოვნით‼

რას ვითხოვთ თქვენგან ? ძალიან დიდი იმედი გვაქს ანტიკრიზისულ გეგმაში ონკოპაციენტებზე გაამახვილებთ ყურადღებას, მოვითხივთ, რომ კრიზის პერიოდში ყველა რეგისტრირებული ონკოპაციენტი სარგებლობდეს შესაბამისი ყურადღებით და შეღავათებით. დროა სიცოცხლე გახდეს პრიოიტეტი.<!--EndFragment-->

ცნობისათვის, EUROPA DONNA წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ საადვოკატო ორგანიზაციას და ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს სამ ძირითად სფეროში: ინფორმირება, განათლება და ლობირება. ორგანიზაცია დაარსდა 1994 წელს, სათაო ოფისი მდებარეობს მილანში, იტალიაში. EUROPA DONNA- ს მისიაა ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის გაცვლას.ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ცნობადობის გაზრდას, ხაზი გავუსვას სკრინინგის და ადრეული გამოვლენის აუცილებლობას, ოპტიმალური მკურნალობის უზრუნველსაყოფად კამპანიის განხორციელება, უზრუნველყოს დამატებითი მოვლა, გარდა მკურნალობისა, მკურნალობის დაწყებიდან და შემდეგ  უზრუნველყოს სპეციალისტების ტრენირება ადვოკატირებისთვის და სხვა.<!--EndFragment-->