საკონტაქტო ინფორმაცია
თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს სანდრო!

დასრულებული

3354
3000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს სანდრო!

ალექსანდრე  ანზორის ძე კაპანაძე (კირპიჩა)  არის ტელერეჟისორი,  20 წელი პატიოსნად ემსახურა საზოგადოებრივ მაუწყებელს სადაც  რეჟისორის პოზიცია ეკავა. მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი, გადაცემა,  თუ კლიპი უკავშირდება.

 იგი უკვე 5 წელია სასჯელს იხდის  უსამართლოდ!    ის მხოლოდ ირიბი ბრალდების საფუძველზე დააკავეს.  საქმეში ბევრი უზუსტობის და არასაკმარისი მტკიცებულებებისდა მიუხედავად   260-ე  მუხლის მე-2 "ა" ქვე პუნქტის მიხედვით  მას მისჯილი აქვს 9 წელი 0,962 გრამი კანაფის ფისის გამო...   . 
  
5 წელია ვცდილობთ დავამტკიცოთ რომ სანდრო არა არის  საშიში საზოგადოებისთვის, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია.  ის უნდა იყოს გარეთ,  თავის ოჯახთან და მეგობრებთან, აკეთოს  თავის საქმე და უბრალოდ მიეცეს საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. 

5 წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ  ვერ შევეგუებით კიდევ 4 წელი გაატაროს სანდრომ ციხეში!  იქ სადაც მისი ადგილი არაა!  ჰაერი სანდროს! თავისუფლება სადროს!