საჭიროა 1981 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
მისაღები გამოცდები გახდეს უფასო
ვფიქრობ, როდესაც სწავლაში ამდენ ფულს იხდის პირველკურსელი, აბიტურიენტობის დროსაც უამრავი თანხა ეხარჯება, ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია და აპელაცია მაინც უნდა იყოს უფასო. მინიმუმ, თანხა მაინც უნდა დარეგულირდეს და განისაზღვროს მაქსიმუმ 20 ლარით, რაც არც სახელმწიფო შემოსავლისთვის იქნება დამანგრეველი ზიანის მომტანი და აბიტურიენტიც თავისუფლად შეძლებს მის დაფარვას (გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებიც აბარებენ ამ გამოცდებს და მათთვის მითუმეტეს ძალიან რთულია ამ თანხის ოჯახის ბიუჯეტიდან გაღება). რაც შეეხება აპელაციას: როგორ ფიქრობთ, ერთი, ან მაქსიმუმ ორი ფურცლის გადახედვას დამატებითი 50 ლარის გადახდა უნდა ჭირდებოდეს?! როცა ეს თანხა ერთხელ უკვე გავიღე გამოცდაზე რეგისტრაციის დროს. ვფიქრობ ამ თანხების დარეგულირება აბიტურიენტებს მეტ მოტივაციას, ხოლო სახელმწიფოს ჯანსაღ სისტემას მოუტანს.