საჭიროა 38 ხელმოწერა
62
100
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ნუ გვაკლებენ იანვრის თვის 2 კვირის ხელფასს!
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს ყოველი წლის დეკემბრის თვის ბოლო სამუშაო დღეს უწყდებათ ხელშეკრულება, რომლის განახლება ხდება მომდევნო წლის 15 იანვრიდან. შედეგად, სპეციალისტებს ერიცხებათ ნახევარი თვის ხელფასი. რეალურად, სკოლის ყველა წარმომადგენელი იღებს სრულ ხელფასს იმავე სამუშაო საათების გათვალისწინებით და მათთან არ იდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით.სკოლაში დასაქმებული ადამიანები იანვარში იღებენ სრულ ხელფასს საშვებულებო პერიოდის გათვალისწინებით.მოვითხოვთ, რომ 2020 წლიდან განხორციელდეს სახელშეკრულებო ცვლილებები,რომლის საფუძველზეც აღარ მოხდება იანვრის თვის 2 კვირის ხელფასის ჩამოჭრა სპეციალისტებისთვის.