საკონტაქტო ინფორმაცია
ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა განცხადება

საჭიროა 958 ხელმოწერა

42
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა განცხადება

ბელგიის ქართველების ნაწილი უერთდება იმ საპროტესტო განყწობილებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოხატავს ხორავას ქუჩის მოვლენებთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა გამოძიების პროცესში დაშვებულ გადაცდომებზე!

ამგვარ სიტუაციაში, ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესებს და აუცილებლად ვთვლით სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას!

ასევე აუცილებელია, გამოვლენილ იქნას ის პირები, ვინც დაუშვა აღნიშნული შეცდომები გამოძიების პროცესში. ცალსახად მიუღებელია შერჩევითი სამართალის რაიმე ფორმა და მოვითხოვთ კანონის უზენაესობას.

მივმართავთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, შემოუერთდნენ პეტიციას და ამგვარი ფორმით გამოვხატოთ ქართული დიასპორის თანადგომა!