საკონტაქტო ინფორმაცია
შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია

საჭიროა 441 ხელმოწერა

559
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია

მოგმართავთ ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. 

გიერთდებით რა ვაქცინაციის ეფექტურად განხორციელების სურვილში, გთხოვთ:

აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატოთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.  
 

 ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:

- დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;
- გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;
- იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს; 
- მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;
- გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; 
- ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.  

საინიციატივო ჯგუფის წევრები (ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები,) გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე.