საკონტაქტო ინფორმაცია
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საქმიანობის განახლება

საჭიროა 2848 ხელმოწერა

152
3000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საქმიანობის განახლება

2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე და 25 წლიანი საგანმანათლებლო პრაქტიკის მქონე დაწესებულება დახურა.

კოლეჯი მორგებული იყო ჩვენი შვილების ინტერესებზე და შესაძლებლობებზე, ფუნქციონირებდა საოლიმპიადო წრეები, მოსწავლეების დიდი ნაწილი სარგებლობდა ფასდაკლებით მიღწევების შესაბამისად, კოლეჯი ჩვენს შვილებს აძლევდა ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის განათლებას და იყო ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული გამარჯვებებით.

ქვეყანა უნდა ზრუნავდეს თაობების განათლებაზე,  ხელაღებით დაუფიქრებლად და გაანალიზების გარეშე  გადაწყვეტილების მიღებამ  უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაგვაზარალა.

გთხოვთ საქართველოს მთავრობამ, განათლების სამინისტრომ იფიქროს, იპოვოს გზები და უზრუნველყოს  დემირელის კერძო კოლეჯის პედკოლექტივის ერთ სივრცეში თავმოყრა და სკოლის ფუნქციონირების აღდგენა ნებისმიერი წესით, რამეთუ ამ სკოლის სწავლების პრაქტიკა და პედაგოგების დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი იყო სამაგალითო და ყურადსაღები ნებისმიერი თავმოყვარე განათლების დაწესებულებისთვის.