საკონტაქტო ინფორმაცია
ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის რეგიონალური ჰაბი

საჭიროა 932 ხელმოწერა

68
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის რეგიონალური ჰაბი

ძვირფასო თანამოქალაქენო,

ამ ძნელბედობის ჟამს მინდა შევახსენო ყველას, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში “ლელო საქართველოსათვის” ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა  განგაში ატეხა ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში შექმნილ მძიმე ტექნიკურ პრობლემებზე.

ხელისუფლება იძულებული გახდა სასწრაფო წესით შეეცვალა შექმნილი მდგომარეობა. გაითვალისწინა და დამატებით 2 ბოქსირებული პალატით აღჭურვა სტაციონარი, თუმცა მანამდე გაუმართლებელი ლანძღვა-გინების ნიაღვარით გვიპასუხეს, უფრო მეტიც აიყოლიეს მართული მედია და ლამის მტრებად გამოგვაცხადეს.

გუშინდელმა სამწუხარო ფაქტმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენა და ჩვენი სიმართლე საქმით დამტკიცდა.

ჩვენ ასეთივე შეუპოვარ ბრძოლაში ვართ რუხის კლინიკასთან დაკავშირებით, უკვე აქაც უნდა დაიძრას სიტუაცია, რადგანაც ხელისუფლება ამ პრობლემას  დიდი ხანი  ვერ დამალავს!!!

აუცილებელია რუხის ახლადაშენეული კლინიკის ბაზაზე სამეგრელოს, აფხაზეთის და მთელი დასავლეთ საქართველოს ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის რეგიონალური ჰაბი ( ცენტრი) გაიხსნას.

ათასობით მოქალაქის მიერ გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიტყვიერი მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნული ინიციატივის რეალობად გადაქცევისკენ, მაგრამ ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია.

ჯანმრთელობას გისურვებთ, დღეიდან ვიწყებთ ხემოწერების შეგროვებას მთელი რეგიონის მასშტაბით.

ალექსანდრე ახვლედიანი

შემოგვიერთდეთ

გთხოვთ შეგვეხმიანოთ: ჩვენი საკონტაქტო ნომრებია 577335311, 597 772650