საკონტაქტო ინფორმაცია
ბავშვებზე ძალადობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს

საჭიროა 4085 ხელმოწერა

915
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ბავშვებზე ძალადობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს

საქართველოში ზოგიერთი ბავშვი რეგულარულად იმყოფება ფიზიკური და მენტალური ძალადობის, ბულინგის და სასტიკი მოპყრობის ქვეშ საბავშვო ბაღში, სკოლაში და სხვადასხვა დაწესებულებებში!

საქართველოში ზოგიერთი მასწავლებელი, პედაგოგი, აღმზრდელი, ძიძა რეგულარულად ძალადობს ბავშვზე ფიზიკურად და მენტალურად და ბოროტად იყენებს სამსახუროებრივ მდგომარეობას!

არსებული მდგომარეობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-11 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანზე ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

აღნიშნული პეტიციის ხელმომწერები ვერთიანდებით ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს მუხლი "არასრულწლოვანის მიმართ ძალადობა", ისევე როგორც ცალკე გამოყოფილია მუხლები 143​1. "ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)" და   მუხლი 143​2. "არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)" და მასში გამოეყოს ქვეპუნქტები:

- "არასრულწლოვანზე ძალადობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს",

- "რეგულარული ხასიათის ძალადობა",

- "ძალადობა, რამაც ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა ან/და ფიზიკური ზიანი მიაყენა",

- "ჩაგვრა" (ბულინგი).

 

დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იყოს თავისუფლების აღკვეთის ვადა იმ სიმძიმის, რომ მან მოახდინოს დანაშაულის განმეორების პრევენცია, რომ ერთხელ და საბოლოოდ საზოგადოებაში დამკვიდრდეს ცნობიერება, რომ ბავშვების მიმართ ძალადობა მკაცრად დასჯადია. კანონი და სახელმწიფო უნდა იყოს ბავშვების მხარეს და არა მოძალადეების მხარეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვების მაქსიმალური დაცვა და ყველა შესაძლო მექანიზმებით მოახდინოს განმეორებადი დანაშაულის პრევენცია და სტატისტიკური შემცირება.

ყველას მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის!


დიანა ტარიელაშვილი - ფსიქოლოგი, ბავშვთა განვითარების ექსპერტი, ნეიროპედაგოგი

ვრცლად