საჭიროა 9949 ხელმოწერა
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გაუქმდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №344/ნ
საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას, ასევე, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა - მარკირებით დაშვებისას შესაბამისი სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვების ნამდვილობის ფაქტის გადამოწმების წესისა და პირობების დადგენის შესახებ. - ეს კანონი განსაზღვრავს წესს, თუ როგორ უნდა დაადგინოს სააგნეტომ რომ სხვა სახელმწიფოდან, მაგ. თურქეთიდან, შემოტანილი წამალი (თურქული წარწერით) და (მაგ. რუსულად რეგოსტრირებული) მედიკამენტი არის ერთმანეთის იდენტური. არის დასტა მოთხოვნებისა, რომლებიც ხდის შეუძლებელს შემოვიდეს საქართველოში იაფი წარმოების მედიკამენტები. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია მწარმოებლისან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რაც ფორმულირდება ასე: თქვენ თუ მოგინდათ თურქედიან იმ პრეპარატის შემოტანა, რომელიც უკვე იყიდება საქართველოში, მაგ. დექსალგინი, უბრალოდ სხვა შეფუთვით, რომელსაც მაგ. ექნება თურქული წარწერა, თქვენ უნდა წარადგინოთ მწარმოებლის ხელმოწერილი და დამოწმებული დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ ესა და ეს წამალი არის ნამდვილად მათი წარმოებული. მსხვილ კომპანიებს არ აწყობთ, გასცენ ეს დოკუმენტი იმ წამლებსა თუ მედიკამენტებზე, რომლებიც უკვე იყიდება საქართველოში,თანაც ძვირად და თურქეთისთვის განკუთვნილი პროდუქტი დაბალ ფასად შემოატანინოს საქართველოში.ცხადია,ურჩევნია ისევ ისე გაყიდოს, ძვირად. ამ ერთი კონკრეტული დოკუმენტის- მოთხოვნის გამო, ქართული ბაზარი ჩაკეტილია იაფი მედიკამენტებისთვის. ამ ერთი დოკუმენტის გამო, წამლები საქართველოში ღირს 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ თურქეთში. ამ ერთი მოთხოვნის გამო, პენსიონერ მოსახლეობას უწევს მთელი პენსიის წამლებში დახარჯვა, რის გამოც უსახსროდ რჩებიან. ამასთან ერთად, წამლების იმპორტირებისას ქვეყნიდან გადის დიდი თანხა, ვიდრე გავიდოდა ამ წამლების იაფი ზონიდან იმპორტირების შემთხვევაში. ამ კანონის მოხსნის შემთხვევაში, საქართველოს ბაზარზე შესაძლებელი იქნება იაფი მედიკამენტების შემოტანა, რაც მოხსნის წამლების სიძვირესთან დაკავშირებულ დიდ პრობლემას. ნებისმიერს უნდა შეეძლოს, თურქეთიდან ან სხვა იაფი ზონიდან, დაბრკოლების გარეშე, ყველანაირი მედიკამენტის შემოტანა, ნებისმიერი შეფუთვა-მარკირებით.