საჭიროა 9512 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
ისწავლებოდეს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში რეპროდუქტოლოგია, სექსოლოგია, ჰიგიენა (რეპროდუქტოლოგიური განათლება)
საქართველოში და რეგიონში მიმდინარე ბოლო ათწლეულის მოვლენებიდან ნათლად ჩანს რომ ჰიგიენის, სექსუალური განათლების და რეპროდუქციის სწავლება, რომელიც მოიცავს მოზარდის ანატომიას, ფიზიოლოგიას და რიგ პრაქტიკულ საკითხვებს, აუცილებლობას წარმოადგენს სკოლის ასაკიდან, თუმცა შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ ტიპის განათლების უმტკივნეულოდ ინკორპორაცია. საზოგადოებამ დამოუკიდებლად უნდა შევიმუშაოთ ამ ტიპის განათლების ქართველ მოზარდებზე ადაპტირებული სწავლების ფორმატი. კარგი იქნება თუ თითიეული კლასის მასწავლებელი შეხვდება მშობლებს და მათთან შეათანხმებს სასწავლო კურიკულუმებს.
სექსუალურ-ჰიგიენური სწავლების განათლების სისტემის ნაწილად აქცია და მას წარმატებით ახორციელებს რიგი მოწინავე ქვეყნები როგორებიც არიან: აშშ, გერმანია,ბელგია, ჩინეთი, ახალი ზელანდია,ნიდერლანდები,მალაიზია, ინდონეზია ა.შ. წამყვანი ქვეყნები აღიარებენ და აცნობიერებენ პორნოგრაფიის პრობლემას და მის გავლენას საკუთარ შვილებზე, ფსიქიკაზე ა.შ.
კვლევებზე დაფუძვნებული სექსუალურ-ჰიგიენური განათლება საშუალებას გვაძლევს: 1.გააუმჯობესოს აკადემიური მოსწრება, 2.ახალგაზრდების რომანტიულ ურთიერთობში ძალადობის, შევიწროების (ე.წ ბულინგი) ფაქტების პრევენცია, 3.ეხმარება თინეიჯერებს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, 4.ამცირებს დაუგეგმავი ორსულობების რიცხვს, 5.ასევე ამცირებს შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ვენერიული დაავადებების რაოდენობას,
6.აუმჯობესებს მოზარდების ჰიგიენას და ჰიგიენის დაუცველობისგან გამოწვეული დაავადებების რიცხვს, 7.აჩენს მოზარდებში ჯანსაღ ღირებულებებს.
მნიშვნელოვანი საკითხია ისიც რომ საბოლოოდ როგორი ფორმით მოხდება ამის დანერგვა და ვინ ასწავლის ამას ბავშვებს. მსოფლიოში ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური მიდგომები და კურიკულუმები არსებობს. ამ პეტიციის მთავარი ამოცანა ამ პრობლემურ საკითხზე საუბრის დაწყება და გადაწყვეტილების მიღებაა, ხოლო საომავლოდ როცა საზოგადოება და პარლამენტი იმსჯელებს და დაამტკიცებს ინიციატივას, მოხდება მსჯელობა და საზოგადოებისთვის შეთავაზება კველევებზე დაფუძვნებული, უსაფრთხოდ და ეფექტურად სექსუალური ჰიგიენის სწავლების ფორმატები.პრიორიტეტი არის მოზარდების უსაფრთხოება და დაცულობა.
პ.ს ადამიანების ჰიგიენა არ არის გარყვნილების ექვივალენტური და ამის ვალიდაციას ყველა ინსტიტუცია უნდა ცდილობდეს, იმედი გვაქვს რომ უტრირების გარეშე მოხდება ამ ინიციატივის ყველა მხრივი მხარდაჭერა და აღიარება,რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია.
#sexeducationisahumanright
#სექსუალურიგანათლებაადამიანისუფლებაა