საკონტაქტო ინფორმაცია
არ დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი და არჩევანი მათემატიკასა და ისტორიას შორის, ჩანაცვლდეს არჩევითი საგნით!

საჭიროა 7990 ხელმოწერა

2010
10000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

არ დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი და არჩევანი მათემატიკასა და ისტორიას შორის, ჩანაცვლდეს არჩევითი საგნით!

 განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლიდან შეიცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი. უფრო კონკრეტულად, მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სავალდებულო საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და მესამე საგანი იქნება დამოკიდებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე. კერძოდ: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში კი, - ისტორია.

ეს რეფორმა, ზღუდავს მოსწავლეს განვითარდეს იმ მიმართულებით, რომლითაც თავად სურს და ამავდროულად, მოსწავლეებს ექმნებათ არათანაბარი პირობები, რადგან ისტორიის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა უფრო მარტივია, ვიდრე მათემატიკის. ამაზე მეტყველებს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა: მათემატიკაში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 23.73%-მა, ხოლო ისტორიაში - 5.91%-მა.

ეს ფორმატი, ცალსახად ხელს უშლის ტექნიკური მიმართულების განვითარებას ქვეყანაში, რადგან მოსწავლეთა დიდი ნაწილი, იძულებულია აირჩიოს ჰუმანიტარული მიმართულება მათემატიკის სირთულის გამო. 

ჯერ არაფერი დამტკიცებულა, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ დიდი ძალა გვაქვს!

არ დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი და არჩევანი მათემატიკასა და ისტორიას შორის, ჩანაცვლდეს არჩევითი საგნით!