საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს დისკრიმინაცია და სამართლიანად გადანაწილდეს სახელფასო ბიუკეტი

დასრულებული

237
200
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეწყდეს დისკრიმინაცია და სამართლიანად გადანაწილდეს სახელფასო ბიუკეტი

საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია EMIS-ის IT სახელფასო ბიუჯეტის შესახებ. გამოთხოვილ ინფორმაცის ანალიზის საფუძველზე მოვითხოვთ, ჩატარდეს ფინანსური აუდიტი და დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი არამიზნობრივ ხარჯვას და EMIS-ის თანამშრომლებისთვის სახელფასო ბიუჯეტის დისკრიმინაციულ განაწილებას.
წარმოდგენილ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ შტატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება 2012 წლიდან . ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არა. ვფიქრობთ ბიუჯეტის ასეთი განაწილება არის დისკრიმინაციული და სახალხო დამცველს ვთხოვთ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი შემდგომი რეაგირებისთვის.
ჩვენი მოთხოვნაა დასრულდეს „მონათმფლობელური“ დამოკიდებულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და გამოყოფილი რესურსების გადანაწილება განხორციელდეს სამართლიანობისა და კანონის დაცვით.