დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
გამოცხადდეს მორატორიუმი მიმდინარე გამოსახლებებთან დაკავშირებით.
მივმართავთ იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძეს
იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანება,
იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს მიმართავს და ითხოვს, რომ
გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს.
საქართველოს მასშტაბით შეჩერდეს უკანასკნელი
საცხოვრებლიდან გამოსახლებების სერია იქამდე, სანამ შესაძლო
თაღლითობისა და მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებული
გამოძიებები არ დასრულდება.
საუბარია სწორედ იმ საქმეებზე, რომლებზეც გაერთიანების
იურისტებს, საგამოძიებო ორგანოებისთვის, მევახშეების თაღლითური
სქემების ამსახველი კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ
მიწოდებული.
გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია მევახშეებისგან
დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს, როგორც სასამართლო
ინსტანციებში, ასევე საგამოძიებო ორგანოებშიც იცავს.
მორატორიუმის გამოცხადება აუცილებელია, რათა მოქალაქეთა
უფლებები დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და
საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით.
პატივისცემით, გიგა წულეისკირი.