საჭიროა 999996 ხელმოწერა
4
1000000
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
საერთაშორისო მარში საქართველოს მხარდაჭერისათვის
საქართველოს მოქალაქეებო
რუსეთის ომმა უკრაინაში, ტერორისტების შეტევამ ისრაელზე საფუძველი დაუდო ახალი მსიფლიო წესრიგის დამყარებას
მსოფლიოში, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა და ამოწურა თავისი შესაძლებლობები ეს გამოვლინდა უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერაში, ევროპა ახალ საფეხურზე გადადის, '' რუსული მთავრობის'' გამოისობით საქართველო ყველა საერთაშორისო გაერთიანების გარეთ რჩება, სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
დღეს საქართველო ოკუპირებულია რუსული მთავრობის მიერ, 29 აპრილს ივანიშვილმა გახსნა ყველა კარტი და ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, დიდი საშიშროებაა ევროინტეგრაციის გზაზე, საფრთხის ქვეშ დგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია
ივანიშვილის ოფშორების კანონი გზას უკეტავს ინვესტიციებს და ტექნოლოგიურ განვითარებას , ამისათვის საჭიროა ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია და ტექნოლოგია საქართველოში და ამით დავუპირისპირდეთ რუს ოლიგარქებს, რომელთაც საქართველოს ჯიბეში ჩადება უნდათ.
საქართველო ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ მოყვა რუსული მთავრობის ანტიქართული, ანტიევროპული კანონის მიღებით, სანქციები შეეხება და გავლენას მოახდენს ყველაზე და ყველაფერზე.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართველ ხალხს, დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს ქართველი ხალხი, მოგმართავთ თხოვნით მხარი დაუჭიროთ ინიციატივას 2024 წლის 26 სექტემბერს თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო მარში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ და მხარდაჭერას გამოხატავენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის ქვეყნების - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერები
ვიქნებით მილიონზე მეტი და ყველა ლიდერი ჩამოვა, ისინი ქართველი ხალხის ხმას არ უგულვებელყოფენ.
ამ მარშის ჩატარება და მასში მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობა იქნება სიგნალი საქართველოს მტრებისადმი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ
ქართველებო დავპატიჟოთ სტუმრები და დავაფიქსიროთ ხელმოწერით, ჩვენ გავიმარჯვებთ.
პატივისცემით: ''მწვანე ენერგიების განვითარების ფონდი-საქართველოს''
დირექტორი: პაატა თექთუმანაშვილი
M:+995 551 28 11 19
Email: [email protected]