დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ჩვენ გვინდა #21დღებაქსვუდში
2009 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იმართებოდა "ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა" ბაქსვუდის სკოლის ბაზაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან.
ბაქსვუდის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის თითოეული ნაკადი გრძელდებოდა 21 დღე. პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც აკადემიურ (ინგლისური ენის გაკვეთილები), ისე არააკადემიურ ნაწილს (სხვადასხვა სპორტული, შემოქმედებითი აქტივობები), გაწერილი იყო სწორედ 3 კვირაზე. შედეგად უმჯობესდებოდა მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონე, ლიდერული უნარ-ჩვევები; ახალგაზრდები იძენდნენ სრულიად ახალ გამოცდილებას, ეჩვეოდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, უმეგობრდებოდნენ ერთმანეთს, შესაბამასად, ვითარდებოდა მათი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები; საზაფხულო სკოლის პირობებში მათ ჰქონდათ საშუალება საკუთარი თავის სრულად თვითრეალიზებისა. ამასთან, ყოველი ნაკადიდან გამორჩეული მოსწავლეები მიემგზავრებოდნენ დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. ბაქსვუდში გატარებული 21 დღე ახალგაზრდებისთვის იყო მოტივაცია, ყოველწლიურად უფრო მეტი ეშრომათ და მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსში.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, სამინისტრო გეგმავს არა 21-დღიანი არამედ 7-დღიანი ბანაკების მოწყობას. 7 დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი ზემოთჩამოთვლილი დადებითი შედეგების მისაღებად (როგორც წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, პირველი კვირა ადაპტაციის პერიოდია და მათი რეალური წინსვლა-განვითარება შემდგომ იწყება).
სწორედ ამიტომ, მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეუნარჩუნოს ბანაკს ძველი ფორმატი, ხანგრძლივობა, რათა მოსწავლეებს კლავაც მიეცეთ საშუალება, მიიღონ ის სარგებელი, რაც წლების განმალობაში ათასობით მოსწავლემ უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე.