საჭიროა 4940 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
მოვითხოვთ კონდენციონერების ჩართვას ყვითელ მიკროავტობუსებში
მოეთხოვოს შპს ,,თბილისის მიკროავტობუსს" მკაცრად გააკონტროლოს კონდენციონერების ჩართულ მდგომარეობაში არსებობა დადგენილი დროის განმავლობაში. კომპანია არ ანხორციელებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება შემდეგში: აღნიშნული კომპანია არ ახდენს მასიურ მონიტორინგს ყვითელ მიკროავტობუსებში კონდენციონერის ჩართვასთან დაკაშირებით; კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში "ახდენს" რეაგირებას, თუ უკმაყოფილო მგზავრი დარეკავს და ოპერატორს მიკროავტობუსის ხაზისა და სახელმწიფო ნომერს ჩაანიშნინებს, და რომც მოახდინოს კომპანიამ ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება, თბილისის მაცხოვრებლებს, რომლებიც აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობენ, ვერ შეუმსუბუქებს არსებულ მძიმე მდგომარეობას. გარდა ზემოთ ნახსენები პრობლემისა, გარემოებას ისიც ამძიმებს, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი და ამის კომპენსირება ხდება ნორმით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი მგზავრის ერთი მიკროავტობუსით გადაადგილებით.