საკონტაქტო ინფორმაცია
პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება

დასრულებული

5090
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება

მოვითხოვთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება გახდეს ნამდვილად ანაზღაურებადი და კანონში მუხლი - "დირექტორის კეთილი ნება" შეიცვალოს აუცილებლად ანაზღაურებით. მხოლოდ სახელმწიფოსგან გაცემული ერთჯერადი 1000 ლარით შეუძლებელია 6 თვე შვილ(ებ)ის რჩენა, ამიტომ მასწავლებლები იძულებულები არიან დატოვონ ჩვილი ბავშვები (უმეტეს შემთხვევაში შეუწყვიტონ ძუძუთი კვება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის) და გავიდნენ სამსახურში. ეს კი ცუდად აისახება როგორც ბავშვის, ასევე დედის ფსიქო-ემოციურობაზეც , რადგან აუცილებელია პირველი  თვე დედას და შვილს შორის კავშირი მყარი და მუდმივი იყოს. 

დიდი იმედი გვაქვს,რომ კანონში ეს მუხლი აუცილებლად შეიცვლება და არ დაგვტოვებთ "კეთილი ნების" ამარა. 60 000 მასწავლებლიდან ნახევარი მაინც არის პოტენციური ან უკვე დედა და ერის დემოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის გაჩენის სურვილი მეტ საჯარო მოხელეს ქონდეს.