საჭიროა 97 ხელმოწერა
ადრესატი:
- მარიამ შენგელია
გაამჟღავნოს მერიემ შენგელიამ ფირები!
ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, საზოგადოებავ!
მეოხებითა და მადლითა იშიაზი ენდ კოს მფარავ ანგელოზთათა, შეიკრა ობშიაკი იგი და ეფეშქაშა ძღვენი იგი ეგზომ სასურველი შენგელიასა მერიემსა.
იყო ფშვნა, იყო ლეწვა, იყო უპროფილისფოტოობა, უსაქმურობა, იყო სოციალურ ქსელთა შიგან აბაბანებული ფოტოებით ხიფსტერა ნაშათა აგდებ-დაკერვისა და მანანა ბიცოლასგან მინიმუმ შვიდსტიკერიანი კომენტარის მიღების იმედი და სურვილი.
ჩხააააკ.. ისევ მარტივად წავიდა. ჩხაკ ორი, ჩხაკ სამი... მხევალი იშიაზისა შენგელია კადრს კადრს ატანდა, ფერების, ფონის, დგომის, პოზის, მზერის, თეძო ჩააგდე, ბაყვი გაწიე, პირი დამუწე, თვალი არ დახუჭო, კამერას გაუსწორე, ნუ აელმებ და მსგავსნთა დარეგულირებას არ იშურებდა. მორჩააააა, აღსრულდა ქეფშენებს ვამზადებთ, 4 წლის წინ მიგდებულ-მიტოვებული თამბლერის ფოტოს შევცვლით და ისევ მივხედავთ, ხალხს რო დავავიწყდით როგორ გამოვიყურებით, შიგ ნიუს ფიდში ავუტუზავთ, ჰოოო გულიკო ბიცოლაააა, კიიი, გავიხვრიტეთ ყურიც და წარბიც და მერე რააა რო თქვენი ბიჭისთვის აღარ გინდივართთ....
მერიემი კითხულობს: სად გავამჟღავნო ფირი? ჩვენ: ვპასუხობთ. მერიემი კითხულობს: რამდენი უნდა გადავიხადო, რომ გავამჟღავნო ფირი. ჩვენ: ისევ ვპასუხობთ. რამდენი ხანი დასჭირდება, რომ გავამჟღავნო ფირი? ჩვენ, გაგიკვირდებათ და ისევ ვპასუხობთ.
ფოთლები ცვივა, ავსტრალია იწვის, კუზანოვი ხლაპუშკას სწორად ისვრის; კი, გაისროლა, ივა, გამოვიდა; ბრიტანეთი ევროკავშირიდან ძუძგავს, ჰარიმ და მეგანმა ელიზაბეტას დაადეს და მერიემი დუმს.
დუმს და დუმან ჩვენი ექაუნთები, მანანა ბიცოლა, ხიფსტერა ნაშებს ხელი დავუქნიეთ და კითხვები ბრუნდება მერიემ, ფირი? პასუხი არ არის. მერიემ, ფირი როდის?.... ხვალ გავა. კაი, ქეფშენი ხოარ შეგვეცვალა? ნეტა ფერები თუ დაჯდება? ხოარ დავქროფოთ??? მერიემ, იყავი? მერიემ.. მერ.. და ფირი?