დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას ავიაკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად
მოგესალმებით
პირველ რიგში ვუსამძიმრებ 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს.
მიმაჩნია რომ თითოული მათგანი არის საქვეყნო გმირი, ვინაიდან ასეთ რთულ დროს ასეთ ვითარებაში მსგავს რისკზე წასვლა და თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწიროს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ერთი ადამიანი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე, შეუძლიათ მხოლოდ ერთეულებს და ეს ერთეულები აღმოჩნდნენ სწორედ ეს რვა ადამიანი.
შესაბამისად მიმაჩნია რომ მხოლოდ სიტყვიერად წარმოთქმა, რომ ისინი გმირები არიან, არ კმარა.
აუცილებელია და ვითხოვთ ეს გაფორმდეს სახელმწიფო დონეზე და თითოეულ მათგანს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება
ეს ადამიანები არიან:
1. ეკიპაჟის მეთაური მფრინავი ზაზა ლორია
2. ეკიპაჟის წევრი მფრინავი დიმიტრი ქააძე
3. ეკიპაჟის წევრი ლევან ჩოხელი
4. ეკიპაჟის წევრი ანდრო ქუჯოშვილი
5. მაშველი კახა ტორჩინავა
6. მაშველი გიორგი მარგიანი
7. ექიმი გიორგი ვენეცკი
და
8. ეკიპაჟის წევრი ერთადერთი ქალბატონი
ექიმი ქეთევან გულაღაშვილი