საკონტაქტო ინფორმაცია
მოვითხოვთ ქალაქ ონში სამშობიარო სახლის გახსნას

დასრულებული

1001
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოვითხოვთ ქალაქ ონში სამშობიარო სახლის გახსნას

 

რაჭაში, ქალაქ ონში მოვითხოვთ სამშობიარო სახლის გახსნას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფატალური შედეგები. 

ამ დრომდე, რაჭაში არ არსებობს გინეკოლოგიური კაბინეტი სახლი და სამშობიარო. მოქალაქეებს ექოსკოპიური კვლევის შესაძლებლობა არ ეძლევათ. რეგიონში სამედიცინო პერსონალი არ ოპერირებს. 

ამ დრომდე, რაჭაში არაერთი ტრაგედია სწორედ სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობის გამო დატრიალდა. 

ორსული ქალბატონები იძულებულები არიან ტყიბულში არსებული გინეკოლოგიური მომსახურებით ისარგებლონ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. არის შემთხვევები, როცა პაციენტები დაუყოვნებლივი მომსახურების მიღებას საჭიროებენ. 

გთხოვთ, ხელის მოწერით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაჭის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის ხელყოფა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ დრომდე ხდება!