საჭიროა 9950 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
არ დავუშვათ "კორონა" ვირუსის შემოსვლა საქართველოში!
როგორც მოგეხსენებათ, "კორონა" ვირუსი არის ახალი სახეობის ვირუსი, რომელსაც სახელწოდება ჯერ-ჯერობით არ გააჩნია და რომელიც გადადის აირ-წვეთოვანი გზებით. მასზე არ მოქმედებს ჩვენთვის ცნობილი არცერთი ანტიბიოტიკი და სხვა ჩვენთვის ცნობილი სამედიცინო საშუალება. ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა კეთდება მოცემული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, ვინაინად ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ არ გასაჯაროებულა. ვირუსი არის მომაკვდინებელი და სწორედ მისი საშიში ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროა საქართველოს სრული იზოლაცია ყველა იმ უცხოეთიდან ჩამოსული პირისაგან, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსისისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუნდაც როგორიცაა მშრალი ხველება და ტემპერატურა, თუმცა შესაძლებელია ამ ვირუსით დაავადებულს საერთოდ არ აღენიშნებოდეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და სწორედ აქედან გამომდინარე საჭიროა რადიკალური ზომების მიღება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ არა მხოლოს პირდაპირი რეისების დროებით შეწყვეტას, არამედ საქართველოს საზღვარზე იმ პირთა არ დაშვებას, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსის სიმპტომები და აგრეთვე იმ პირების არ დაშვებას, რომლებიც არიან ჩინეთის მოქალაქეები ან ის პირები, რომლებიც ვირუსის გავრცელების დროს, ბოლო 3 თვის მანძილზე იმყოფებოდნენ ჩინეთში.
#საქართველოვირუსისწინააღმდეგ
#ვიზრუნოთჯანმრთელობაზე