საჭიროა 1980 ხელმოწერა
ადრესატი:
- ტელეკომპანია GDS
დავიცვათ ინტერნეტ მომხმარებლების უფლებები!
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართული საიტები ქართულ ენაზე თარგმნიან და ინტერნეტ სივრცეში უშვებენ სერიალებს, ფილმებს და ა.შ. წინამდებარე პეტიცია შეეხება ტელეკომპანია GDS-ის მხრიდან adjaranet.com-ის მისამართით განხორციელებულ უკანანო მოთხოვნას, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს უფლება თარგმნოს და საკუთარ საიტზე განათავსოს ის სერიალი ან ფილმი, რომლის სატელევიზიო სივრცეში ჩვენების საავტორო უფლებაც მოიპოვა ტელეკომპანია GDS-მა. კერძოდ ამ შემთხვევაში საუბარია "Game of Thrones/სამეფო კარის თამაშები"-ზე, რომლის ქართული თარგმანიც ვერ ვრცელდება adjaranet.com-ის მიერ და ან ვრცელდება დიდი დაბრკოლებებით, რაც გამოწვეულია ზემოთხსენებული ტელეკომპანიის მიერ. ტელეკომპანია GDS-ს მხირდან ირღვევა ქართველი მაყურებლის უფლებები, რაზეც ჩვენ - ქართველი ინტერნეტ მოხმარებლები და კინო მოყვარულები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, რადგან კანონით მხოლოდ კონტენტის მფლობელს - იმ ერთადერთ მხარეს, რომელსაც შეუძლია პრეტენზია გამოთქვას საკუთარ სერიალზე ან ფილმზე, აქვს უფლება, საჩივრით მიმართოს საიტს (ამ შემთხვევაში adjaranet.com-ს), ვინაიდან ტელეკომპანია GDS-ის და კინოდისტრიბუციის უფლებები არ ვრცელდება და არავითარ კავშირში არ არის ინტერნეტ სივრცესთან. მათი უფლებები მხოლოდ სატელევიზიო სივრცეზე ვრცელდება. ამ პეტიციით გვსურს, დავიცვათ ჩვენი, როგორც ინტერნეტ მომხმარებლების უფლებები!