საჭიროა 998 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
Გააუქმეთ გამოცდები ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად!
Ქართველი ემიგრანტები საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იძულებული არიან ჩააბარონ გამოცდები. Ემიგრანტები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან სხვა და სხვა ქვეყნებში, არაერთი თაობა დაიბადა საზღვარგარეთ და მიუღებელია ამ ქართველებს მოსთხოვოთ საქართველოს ისტორიის და სამართალის ცოდნა, როცა ბევრი საქართველოში მცხოვრები არ ფლობს ამ ინფორმაციას! Ზოგიერთი ემიგრანტი უკიდურეს პირობებში ცხოვრობს და არ აქვს იმის საშუალება რომ ამდენი თანხა გაიღოს საქართველოში რამოდენიმე ჯერ ჩამოსასვლელად, მითუმეტეს რომ რამოდენიმე ოჯახის წევრს სჭირდება მოქალაქეობის მიღება. Ემიგრანტებისგან ითხოვენ რომ მათ დაამტკიცონ მჭიდრო კავშირი საქართველოსთან, მაგრამ რა კრიტერიუმით ხდება ამის დადგენა ეს უცნობია, ამიტომ ხშირად ემიგრანტებს უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. Მოვითხოვოთ გაუქმდეს გამოცდები ეთნიკურად ქართველი ემიგრანტების მიმართ!