საკონტაქტო ინფორმაცია
თხოვნა პატრიარქს აცრის შესახებ

დასრულებული

114
100
ადრესატი:
  • საქართველოს საპატრიარქო

თხოვნა პატრიარქს აცრის შესახებ

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ვითხოვთ კურთხევას.

საქართველოში დღეს არსებული უმძიმესი პანდემიური სიტუაციის გამო მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, კერძოდ:

გთხოვთ, როგორც მზრუნველმა მამამ, მისცეთ კეთილისმყოფელი მაგალითი თქვენს მრევლს და ჩაიტაროთ კოვიდ19-ის საწინააღდეგო ვაქცინაცია;

დარწმუნებული ვართ, ამ თხოვნის საპასუხო თქვენმიერი წყალობის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას, რომლის დიდი უმეტესობა თქვენ გენდობათ, ანტიკოვიდური ვაქცინაციისადმი ნდობა კარდინალურად შეეცვლება უკეთესობისკენ და ქვეყანა ამოისუნთქავს ამ ჭირისაგან - კოვიდპანდემიისაგან.

თქვენო უწმინდესობავ, მართალია, სინოდის დადგენილება არ ითვალისწინებს საპატრიარქოს მხრიდან ვაქცინაციის სარგებლიანობის პროპაგანდას, მაგრამ ჩვენ მაინც ასევე გთხოვთ, პიროვნულად მოუწოდოთ მოსახლეობას, რომ ანტიკოვიდური ვაქცინაცია არ შეიცავს რაიმე სახიფათო რელიგიურ ელემენტს და მოსახლეობის ჯანმრთელობის მასობრივად შენარჩუნებისათვის დღეს იგი უებარი წამალია. ჩვენ გვახსოვს თქვენი ადრინდელი მოწოდებები, რომლებიც ასევე არ იყო უშუალოდ რელიგიური ხასიათისა, მაგრამ წაადგა საქართველოს მოსახლეობას - თქვენს მრევლს სწორი პრიორიტეტების დასახვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

ვითხოვთ დალოცვას. 


თამაზ გაბისონია (1962) თბილისელი ეთნომუსიკოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გარდა სპეციალობისა (ქართული და მსოფლიო ხალხური მუსიკა, ქართული საეკლესიო საგალობელი და მსოფლიო რელიგიური მუსიკა), აქტიურად ინტერესდება საზოგადოებრივი პრობლემატიკით. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგნებია: ეთიკური ურთიერთობები, რელიგია და საზოგადოება, ხელოვნება, არაპარტიული მართვის საკითხები, არჩევნების არსებული სისტემისადმი პროტესტი პოლიტპარტიული კომპონენტის შესუსტების მიზნით და ა.შ. 

ვრცლად