საკონტაქტო ინფორმაცია
ახალშობილს 2 წლის განმავლობაში დაენიშნოს ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება

საჭიროა 8851 ხელმოწერა

1149
10000
ადრესატი:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალშობილს 2 წლის განმავლობაში დაენიშნოს ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება

მოგესალმებით,

პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ, ახალნამშობიარებ ქალს (განურჩევლად შვილების რაოდენობისა) და ახალშობილს  დაენიშნოთ ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება. 

ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს საქართველოს 125 000 მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის ორსულები, ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ. ეს აზიანებს ქვეყნის დემოგრაფიას. 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ახალგაზრდა ოჯახებს, მათ ვინც ემიგრაციაში არ მიდიან, თვიდან-თვემდე ძალიან უჭირთ ბავშვის კვებისა და საფენების საფასურის შეგროვება. ეს განსაკუთრებით 2 და მეტ შვილიან ოჯახებს აწევთ ტვირთად. ახალნამშობიარები დედების უმრავლესობა ვერ ახერხებს მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციას, ამისთვის საჭირო მინერალებისა და ვიტამინების შეძენას. 

ამასთან, ბოლო ხანებში გაიზარდა საბავშვო ბაღებში 2 წლამდე ბავშვებზე ზრუნვის სერვისებზე მიმართვიანობა. უფრო მეტიც, ჩნდება სადღეღამისო ბაღების ფუნქციონირების მოთხოვნაც. დედის შვილთან კავშირი განსაკუთრებით 2 წლამდე უმნიშვნელოვანესია ინდივიდის განვითარებისთვის. მშობლები კი ახალშობილებისთვის დამხმარე სერვისებით სარგებლობის გადაწყვეტილებამდე მიდიან იქიდან გამომდინარე, რომ დრო საარსებო მინიმუმის დასაგროვებლადაც საჭიროა. უკვე დასაქმებულ ახალნამშობიარებ ქალებს უწევთ უარი თქვან არაანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაზე. გადატვირთული რეჟიმი და პასუხისმგებლობების სიმრავლე აზიანებს დედის ძილის რეჟიმს, ამძიმებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის განვითარებაზე, შემდგომ ოჯახისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. 

პეტიციაზე ხელმომწერები ვითხოვთ:

* ახალნამშობიარებ დედას 1 წლის განმავლობაში დაენიშნოს ყოველთვიური სარგო პირადი ჰიგიენური და ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად. 
* ახალშობილს 2 წლის განმავლობაში დაენიშნოს ყოველთვიური სარგო საფენების, მედიკამენტებისა და საკვების შესაძენად. 


ადრეული და სკოლამდელი განათლების კონსულტანტი, მკვლევარი.განათლების ადმინისტრირების სპეციალისტი.3 შვილის დედა.  

ვრცლად