დასრულებული
ადრესატი:
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
განახლდეს კინოთეატრებში ფილმები რუსულად
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ქვეყნის საგარეო კურსის სრული გააზრებული მხარდაჭერით, სახელმწიფოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების აუცილებლობის გაზიარებით და რუსეთის სახელმწიფო მანქანის საქართველოს უდავო მტრად აღიარებით მოგმართავთ თხოვნით. ადამიანის უფლებების ფუძემდებელი პრინციპები ავალდებულებს გასართობ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს საქმიანობის წარმოებისას დაეყრდნონ მოსახლეობის მოთხოვნებს და ახორციელონ მათი მოღვაწეობა მომხმარებელთა მსხვილი ნაწილის სურვილებიდან გამომდინარე. ამიტომაც საქართველოს კინოთეატრებში უნდა აღდგეს რუსულ ენაზე გახმოვანებული კინოპროდუქციის ჩვენება. არა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას ხანგრძლივი საბჭოთა ოკუპაციის ფარგლებში არსებული დანაშაულებრივი წყობის შედეგად, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც, ქართულისა და ინგლისური ენის გარდა, ასევე ფლობენ რუსულ ენასაც და გააჩნიათ ამ ენაზე ფილმების ყურების უფლება. ასეთი სწორი გადაწყვეტილების მიღება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იმიჯის შელახვას, იმიტომ რომ ემსახურება ჩვენივე კომფორტს და წარმოადგენს ქართველი მრავალეროვანი საზოგადოების რუსეთის ჰიბრიდულ ომზე ღირსეული და თანამიმდევრული პასუხის განუყოფელ ნაწილს. პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები...